დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2055 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №205 5
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
სპორტის ცალკეულ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა , მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ `საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 644 300 (ექვსას ორმოცდაოთხი ათას სამასი ) აშშ დოლარის ეკ ვივალენტი ლარი , მათ შორის :
ა ) 487 400 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხასი ) აშშ დოლარის ეკ ვივალენტი ლარი - „ლონდონის ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №850 განკარგულების მე -4 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე , სპორტის ცალკეულ ოლიმპიურ სახეობებში 2012 წელს გამართულ ზოგიერთ სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული შედეგების მიხედვით , საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა , მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით;
ბ ) 156 900 (ას ორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაასი ) აშშ დოლარის ეკ ვივალენტი ლარი - `სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის #849 განკარგულების პირველი პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „ბ1.ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე , სპორტის ცალკეულ არაოლიმპიურ სახეობებში 2012 წელს გამართულ ზოგიერთ სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა , მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზით დაჯილდოების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები