დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 161 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 31/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №161
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრული პირებისათვის ტყეკაფების მონიშვნის მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ, დანართებით განსაზღვრული სათბობი შეშის მოცულობების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
დანართი №1
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი (გამგეობა) | სათბობი შეშის მოცულობა 200 მ3. |
დანართი №2
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი) | სათბობი შეშის მოცულობა 300 მ3. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები