საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გოკი და კომპანიას“ შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გოკი და კომპანიას“ შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2052
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2052
24/12/2012
გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გოკი და კომპანიას“ შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2052

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ გოკი და კომპანიას“ შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „ზ“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის (საქმე №3/489-06) დამტკიცებულ მორიგებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მორიგების აქტის თანდართული პროექტი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ -მინისტრი ბ. ივანიშვილი