საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და თანხის მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
481
15/03/2012
გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და თანხის მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №481

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და თანხის მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის, განვითარების პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რათა ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 100 000 (ასი ათასი) ლარი მიმართოს კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის, განვითარების პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ხარჯების დასაფინანსებლად.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ნ. გილაური