სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
479
15/03/2012
გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
000000000.00(0).000.000000
სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №479

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს N659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სს „ლიბერთი ბანკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 203828304) იჯარის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №2-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 28145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.18.03.003.010) განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მიღებული ფართობიდან ნულოვან სართულზე (Ground Floor) განთავსებული 35.63 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი (ე.წ. ქეშ დესკების სივრცე) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №2-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 28145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.18.03.003.010) განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან 5 წლის ვადით, სრული საიჯარო ქირით – 1 ლარი.

2. საიჯარო პირობად განისაზღვროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში სააგენტოს მიერ მითითებულ შესაბამის კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე 59 860.03 (ორმოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცი მთელი, სამი მეასედი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო საიჯარო ვადის მე-3 წლიდან საიჯარო ვადის დასრულებამდე ყოველთვიურად 2 494.17 (ორი ათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი მთელი, ჩვიდმეტი მეასედი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური