არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2051
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2051
24/12/2012
გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2051

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის (შემდგომში - ფონდი) დაფუძნება.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ფონდის გამგეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა ივანიშვილი

 

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე

დავით კირვალიძე

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე

დავით ნარმანია

-

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი

ნოდარ ხადური

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი

თეა წულუკიანი

-

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი

გიორგი კვირიკაშვილი

-

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი

ხათუნა გოგალაძე

-

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი

დავით გალეგაშვილი

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი

შალვა ფიფია

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი

გიორგი თაბუაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი

 

დავით საგანელიძე

 

 

-

 

 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარე, ფონდის გამგეობის წევრი

გიგლა აგულაშვილი

-

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე, ფონდის გამგეობის წევრი.

 

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფონდის დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი