გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 31/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
158
31/01/2012
გამოუქვეყნებელი, 31/01/2012
000000000.00(0).000.000000
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №158

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თვე­ლოს საავ ­ტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველ­ყოს:

ა) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ტურისტული ინფრა­სტრუქ ­ტურის განვითარების მიზნით შესასრულებელი დამატებითი სა­მუ ­შა ­ოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედა­მხედ­ველო სა ­მუ ­შაოების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული:

ბ.ა) სამუშაოები განახორციელოს დაპროექტების პარალელურ რე­ჟიმ ­ში;

ბ.ბ) სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზე­და ­მხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გა ­მარ ­ტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესა ­ხებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნ­ქტის შესა­ბამისად;

ბ.გ) სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზე­და­მხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა უზრუნველყოს „სა­ქარ­თველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნონით სა­ქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზე­ბის მშენებლობისა და მოვლა‑შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25   02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შე­ტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით განსაზღვრული სა­მუ­შაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამ­ხედ­ვე­ლო მომ­სახურების განხორციელებისათვის საჭირო თანხების საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                      ნ . გილაური