დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგიას“ შორის 2011 წლის 17 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2004
2012 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგიას“ შორის 2011 წლის 17 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად შპს „ენერგიის“ წინადადება 2011 წლის 17 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგიას“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი 2011 წლის 17 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კ. კალაძემ.
4. ამ განკარგულების მეორე პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების (მათ შორის საბანკო გარანტიის თანხის 2 034 600.00 აშშ დოლარიდან 1 430 000.00 აშშ დოლარამდე შემცირებისათვის შესაბამის ბანკში წარსადგენ წერილზე ხელმოწერა) განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კ. კალაძეს.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები