სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
455
15/03/2012
გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
000000000.00(0).000.000000
სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 455

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმა­რე­ბის ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით:

1. მიეცეს უფლება სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რომ თავისი საქმიანობის თვის საჭირო თანდართული საქონლის სახელ­ მწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს 2012 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტით ქ. თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედი­ ცინო დახმარების ცენტრის თვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ამ განკარგუ­ ლების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განახორ­ ციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური

 

დანართი

სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის შესაძენი აღჭურვილობა

 

დასახელება

1

ასპირატორები

2

დეფიბრილატორები

3

კარდიოგრაფის აპარატები

4

ლარინგოსკოპის ნაკრებები

5

პულსოქსიმეტრები

6

წნევის აპარატები

7

გრძელი საიმობილიზაციო ფარები

8

მოკლე საიმობილიზაციო ფარები

9

ჰეინდრიკის საიმობილიზაციო არტაშნები

10

რკინის საკაცეები

11

საიმობილიზაციო არტაშნები

12

კრამერის არტაშნები

13

სატრაქციო არტაშნები

14

კისრის საყელოები

15

ჟანგბადის ბალონები

16

ასპირატორის აკუმულატორები

17

დეფიბრილატორის აკუმულატორები

18

კარდიოგრაფის აკუმულატორები

19

გლუკომეტრის ელემენტები

20

ლარინგოსკოპის ელემენტები

21

დეფიბრილატორის 5-არხიანი კაბელები

22

ლარინგოსკოპის ნათურები მაკინტოშის პირებისათვის

23

ჟანგბადის ბალონის შტუცერები

24

ჟანგბადის ბალონის ვენტილის მომშვები ქანჩები

25

ჟანგბადის ბალონების ყუთები

26

საუტილიზაციო კონტეინერები

27

პლედები

28

კარდიოგრაფის ჩანთები

29

მედიკამენტების დანაყოფებიანი – თაროებიანი ყუთები

30

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანთები

31

დიდი სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები სრული აღჭურვილობით

32

პატარა ავტომობილები

33

ავტომანქანისა და ხელის რადიოსადგურების კომპლექტები

34

ავტომანქანის მანათობელი შუქურები ციმციმითა და ხმოვანებით

35

პლანშეტური კომპიუტერები და მობილური პრინტერები თერმული ბეჭდვისათვის სახარჯი მასალით

36

პლანშეტური კომპიუტერის შალითები, ჩანთები, მანქანის დამტენები,

ეკრანის დამცავები და კალმები

37

პლანშეტური კომპიუტერის სამაგრები ავტომანქანებისათვის