შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 453
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
453
15/03/2012
გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
000000000.00(0).000.000000
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №453

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში არსებულ ჭაბურღილებს (ქ. თელავი (სამხრეთით), საკადასტრო კოდები: 53.19.31.041 და 53.19.31.043) 2011 წელს ფაქტობრივად ფლობდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, რის მეშვეობითაც იგი სასმელ წყალს აწვდიდა ქალაქ თელავის მოსახლეობას და თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული აღნიშნული ჭაბურღილების ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჭაბურღილების ოპერირებისათვის 2011 წელს გაწეული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად გამოყოფილი და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის N110 განკარგულების საფუძველზე გადარიცხული სახსრებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური