დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2057 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2003
2012 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2057 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2057 განკარგულება.
2. შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციუ–ლი შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2057 განკარგულების შესაბამისად გადარიცხული 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაბრუნება.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის” კაპიტალის შემცირება ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობით.
პრემიერ -მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები