„შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის №1224 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
451
15/03/2012
გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
000000000.00(0).000.000000
„შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის №1224 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №451

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის №1224 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიი­სა­თვის“ სა­ხელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნა­გ­ო­ბის ფორ­მით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს მთავ­რობის 2011 წლის 7 ივნისის №1224 განკარგულებაში შე­ტა­ნილ იქნეს ცვლი­ლება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხ­­ლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონე­ბ­ის სა­პ­რივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის სა­ფა­­სუ­რის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრე­ზ­ი­­დენ­ტის 2010 წლის 19 აგვისტოს N659 ბრძანებულებით დამტკიცებული წე­­ს­ის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქარ­თ­ვე­­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ქარ­­თულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ სასყიდლიანი აღნაგობის ფორ­მით გადასცეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, სა­ხელ­მწიფო საკუთრებაში არსებული 7 384 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო და­ნიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კო­დი – 46.15.32.001) ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, წლი­უ­რი ქირით – 3 500 ლარის ოდენობით.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნ­ის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კა­ნონ­მ­დებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური