,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1354 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1354 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1994
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 11/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1994
11/12/2012
გამოუქვეყნებელი, 11/12/2012
000000000.00(0).000.000000
,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1354 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1994

2012 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის 1354 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1354 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 1 145 890 (ერთი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას რვაას ოთხმოცდაათი) ლარი , ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში განხორციელებული შემდეგი პროექტების თანადაფინანსებისათვის:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - დაბა ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩისა და მიმდებარე მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის;

 ცაგერის მუნიციპალიტეტი - მდინარე ცხენისწყლის ლასურიაშის ხიდთან ( I ეტაპი) ნაპირგამაგრებისათვის;

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - მამათი-ძიმითის გზის მონაკვეთის რებილიტაციისათვის;

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - შუხუთი-აცანა-მამათის გზის მონაკვეთის რებილიტაციისათვის;

 გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტები - შიდა ქართლის რეგიონში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, საცხოვრებელი სახლების ნესტით დაზიანებული შიდა კედლების რეაბილიტაციისთვის.“.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი