დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1992 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 11/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1992
2012 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ” საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის მე -7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - გარემოს ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ” საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა (20%) საკუთარი შემოსავლების ფარგლებში 2012 წლის განმავლობაში გაზარდოს 31%-მდე.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები