„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016770
35/ნ
19/03/2014
ვებგვერდი, 20/03/2014
430030000.22.022.016770
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №35/ნ

2014 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ  ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აპლიკანტი − პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკმაყოფილებს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიული სტანდარტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს ან/და რომელიც პროფესიულ ტესტირებაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;“;

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაცია − პროცედურა, რომელიც მოიცავს აპლიკანტისათვის, მისი ინტერესების შესატყვისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის შერჩევაში დახმარების გაწევას;“;

გ) ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხური − პროფესიული სტანდარტით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის გათვალისწინებული საწყისი საფეხური;“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის, მათ შორის, ცენტრის მიერ შედგენილი რანჟირების დოკუმენტში მოხვედრის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით  ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტს, რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე.“.

3. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრისა და დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.

2. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე აპლიკანტთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, უზრუნველყოფს ცენტრი სამინისტროს სისტემაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რესურსცენტრებისა და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით.“

4. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებამდე 2 დღით ადრე სპეციალური პროგრამის გამოყენებით ასახავს ამ დებულების 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;“

ა.გ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების განრიგს;

ბ) მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ტესტირებაზე რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილე აპლიკანტთა ბაზების ფორმირებას;“

გ) მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ვალდებულია  გამოყოს აპლიკანტთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი და შეასრულოს ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლების მითითებები;“

დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) ვალდებულია გამოყოს აპლიკანტთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი და შეასრულოს ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლების მითითებები;“

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაწესებულება დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით სამინისტროს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ელექტრონული ფორმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, დაწესებულების მიერ სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 დღის ვადაში სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით დადასტურებული იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.“;

გ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე/საფეხურებზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, დაწესებულების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით დადასტურებული იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.“

ე) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,61. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) დაწესებულების საფოსტო მისამართი;

გ) დაწესებულების ტელეფონი (ფაქსი, ელფოსტის მისამართი);

დ) დაწესებულების ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხური/საფეხურები, რომლებზეც მოხდება აპლიკანტების მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა (არანაკლებ 5- ისა);

ვ) სწავლის წლიური საფასური თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურისათვის;

ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სტანდარტით;

თ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“

ვ) მე-7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. დაწესებულება ცენტრის/დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აპლიკანტებს, თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ ვადაში არ შეავსებს სპეციალურ პროგრამას/საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამას.“

ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სპეციალური პროგრამის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამის საფუძველზე, შესაბამისად - ცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამუშავებს დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ფორმირებას.“

თ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შემთხვევაში ცენტრი, ხოლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სპეციალურ პროგრამაში/საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს შესაბამისად ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ან/და პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალზე. ცენტრის მიერ განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურები, რომლებზეც ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში - საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურები, რომლებზეც ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.

6. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში სთავაზობს აპლიკანტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს აპლიკანტი.

2. დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი ერთი დაწესებულების მიერ განხორციელებული, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში, სთავაზობს აპლიკანტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს აპლიკანტი.”

7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე რეგისტრაცია

1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე აპლიკანტი რეგისტრირდება დაწესებულებაში/რესურსცენტრში/საინფორმაციო ცენტრში (შემდგომში - სარეგისტრაციო ცენტრი).

2. სარეგისტრაციო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის წარდგინებით სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. სარეგისტრაციო ცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის პირადი ნომერი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

გ)აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობა;

დ)პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება; აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც განსაზღვრულია საერთო ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი. აპლიკანტს უფლება აქვს ტესტირებაზე ჩააბაროს პროფესიული უნარების მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი;

ე) აპლიკანტის მიერ ჩასაბარებელი უცხოური ენა. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა.

ვ) ცენტრისა და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

4. სარეგისტრაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელიც  სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის ხელმოწერით დადასტურებული გადაეცემა აპლიკანტს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სარეგისტრაციო ცენტრს სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ აპლიკანტის მიმართვის შემთხვევაში შემდეგი წესის დაცვით:

ა) აპლიკანტს უნდა მოსთხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ამონაბეჭდი და სპეციალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს ამონაბეჭდზე დართული ნომრის მეშვეობით;

ბ) სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელება დაადასტუროს ახალი ამონაბეჭდითა და ხელმოწერით და გადასცეს აპლიკანტს;

გ) დაიტოვოს ძველი ამონაბეჭდი.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სპეციალურ პროგრამაში სარეგისტრაციო ცენტრის მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ქალაქში/მუნიციპალიტეტში.“

8. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

,,მუხლი 141. დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე რეგისტრაცია

1. დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე აპლიკანტი რეგისტრირდება დაწესებულებაში/რესურსცენტრში/საინფორმაციო ცენტრში.

2. დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. დაწესებულებას/რესურსცენტრს/საინფორმაციო ცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) აპლიკანტის მიერ დაძლეული ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხური;

დ) აპლიკანტის მიერ მიღებული პროფესიული კვალიფიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება.

4. დაწესებულების/რესურსცენტრის/საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელიც   დაწესებულების/რესურსცენტრის/საინფორმაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის ხელმოწერით დადასტურებული გადაეცემა აპლიკანტს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სპეციალურ პროგრამაში დაწესებულების/რესურსცენტრის/საინფორმაციო ცენტრის მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.“

9. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრი, სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას, რომლის საფუძველზე ხდება ტესტირების დაგეგმვა.“

ბ)  პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ცენტრი უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.“

10. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 5 დღის ვადაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ქმნის და ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს;“

ბ)  მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრის მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იქნეს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით. ცენტრი 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს რანჟირების ამ დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას შესაბამისი დაწესებულებისთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდებიდან 3 დღეში, უზრუნველყოფს რანჟირების დოკუმენტში ასახულ აპლიკანტთა მონაცემების შეტანას საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.”

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 10 დღის ვადაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურებზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების გათვალისწინებით  ქმნის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შესათანხმებლად წარუდგენს  რანჟირების დოკუმენტს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა რანჟირების დოკუმენტის წარდგენიდან 5 დღის ვადაში ამოწმებს რანჟირების დოკუმენტის სისწორეს.  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს.

7. დაწესებულების მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდითა და ხელმოწერით."

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 25. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვა

1. დაწესებულების ხელმძღვანელი ტესტირების დაწყებამდე განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე და აფორმებს ხელშეკრულებას აპლიკანტთან (ხოლო იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულ ქმედუნარიანია მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან) აპლიკანტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ.

3. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს დაწესებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში ასახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.“

12. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი:

ა) უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“

13. 28- მუხლისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) რეგისტრაცია;

ბ) ექპერტთა გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების ან უარყოფის მიზნით.“

14.   30- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ტესტირებაზე რეგისტრირდება სარეგისტრაციო ცენტრში.

2. სარეგისტრაციო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. რეგისტრაციისას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების პირველადი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის გაწევის მიზნით, სარეგისტრაციო ცენტრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს სთავაზობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი;

4. სარეგისტრაციო ცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის პირადი ნომერი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები (არაუმეტეს სამისა), სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობა - სპეციალურ გრაფაში.

5. სარეგისტრაციო ცენტრი ვალდებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს  განუმარტოს ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში წარმოდგენის აუცილებლობა, სადაც მას უნდა სწავლა.

6. სარეგისტრაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელშიც მიეთითება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და რომელიც  სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის ხელმოწერით დადასტურებული გადაეცემა აპლიკანტს.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სარეგისტრაციო ცენტრს სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ აპლიკანტის მიმართვის შემთხვევაში შემდეგი წესის დაცვით:

ა) აპლიკანტს უნდა მოსთხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ამონაბეჭდი და სპეციალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს ამონაბეჭდზე დართული ნომრის მეშვეობით;

ბ) სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელება დაადასტუროს ახალი ამონაბეჭდითა და ხელმოწერით და გადასცეს აპლიკანტს;

გ) დაიტოვოს ძველი ამონაბეჭდი.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ სპეციალურ პროგრამაში სარეგისტრაციო ცენტრის მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სტატუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ სპეციალურ პროგრამაში შეიძლება განხორციელდეს ცვლილება, ექსპერტთა გუნდის დასკვნის საფუძველზე.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში სადაც უნდა სწავლა, წარადგენს:

ა) ექსპერტთა გუნდის დასკვნას, რომლითაც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროება, დამოწმებულს  ექსპერტთა  გუნდის მინიმუმ სამი  წევრის ხელმოწერით;

ბ) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;

გ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:

გ.ა)  აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);

გ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობას (მხედველობის დარღვევისას);

დ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის  დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების ან უარყოფის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მიმდინარეობისას ცენტრი ყოველ მეორე სამუშაო დღეს, რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ კი მომდევნო სამუშაო დღეს,  უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა შესახებ მონაცემთა ბაზების სამინისტროსთვის მიწოდებას.

15. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

,,მუხლი 301. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ტესტირებაზე რეგისტრირდება დაწესებულებაში/რესურსცენტრში/საინფორმაციო ცენტრში.

2. დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. რეგისტრაციისას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის გაწევის მიზნით, დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს სთავაზობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი;

4. დაწესებულებას/რესურსცენტრს/საინფორმაციო ცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) აპლიკანტის მიერ დაძლეული ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხური;

დ) აპლიკანტის მიერ მიღებული პროფესიული კვალიფიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობა - სპეციალურ გრაფაში.

ვ) იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება (არაუმეტეს სამისა).

5. დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი ვალდებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს  განუმარტოს ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში წარმოდგენის აუცილებლობა, სადაც მას უნდა სწავლა.

6. დაწესებულების/რესურსცენტრის/საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელშიც მიეთითება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და რომელიც  სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის ხელმოწერით დადასტურებული გადაეცემა აპლიკანტს.

7. დაწესებულების/რესურსცენტრის/საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელიც დადასტურებული  დაწესებულების/რესურსცენტრის/საინფორმაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის ხელმოწერით გადაეცემა აპლიკანტს.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სპეციალურ პროგრამაში დაწესებულების/რესურსცენტრის/საინფორმაციო ცენტრის მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სტატუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ სპეციალურ პროგრამაში შეიძლება განხორციელდეს ცვლილება, ექსპერტთა გუნდის დასკვნის საფუძველზე.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში სადაც უნდა სწავლა, წარადგენს:

ა) ექსპერტთა გუნდის დასკვნას, რომლითაც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროება, დამოწმებულს  ექსპერტთა  გუნდის მინიმუმ სამი  წევრის ხელმოწერით;

ბ) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;

გ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:

გ.ა)  აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);

გ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობას (მხედველობის დარღვევისას);

დ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის  დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების ან უარყოფის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მიმდინარეობისას დაწესებულება ყოველ მეორე სამუშაო დღეს, რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ კი მომდევნო სამუშაო დღეს, უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურებზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ბაზების სამინისტროსთვის მიწოდებას.“

16.  31- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. რეგისტრაციის დასრულებიდან  არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულება უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ბაზის ფორმირებასა და ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდებას.“

17.  32- მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირება მოიცავს მათ მიერ შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი/შემდგომი  საფეხურის შესატყვისი აქტივობების პრაქტიკულ მოსინჯვას.“ 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე, მის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საფეხურის შესაბამისი თითოეული აქტივობის პრაქტიკული მოსინჯვისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისიის მიერ ფასდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.“

 გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი ან შემდგომი საფეხურის შესაბამისი აქტივობის პრაქტიკული მოსინჯვისას მიღებული შეფასება, სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა მიერ წარდგენილი ამ დებულების 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ანალიზთან და რეკომენდაციასთან ერთად, ტესტირების დასრულებიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს.“

18. 33-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემები, დაწესებულებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, შეაქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე