დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის სტანდარტული ხელშეკრულების წერილზე - ,,ხელშემწყობი მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ“ ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1986 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 11/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1986
2012 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის სტანდარტული ხელშეკრულების წერილზე - ,,ხელშემწყობი მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ“ ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად და ,,გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის ,,წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის კლიმატისადმი მედეგი პრაქტიკის შემუშავება მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად საქართველოში” მოწონებისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრ გ. ხაჩიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის №1016 განკარგულების გათვალისწინებით, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს, ხათუნა გოგალაძეს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის სტანდარტული ხელშეკრულების წერილს - ,,ხელშემწყობი მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები