„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.023.016236
112
27/03/2014
ვებგვერდი, 28/03/2014
010340000.22.023.016236
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №112

2014 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 25/02/2014, 010340000.22.023.016227) დამტკიცებული:
1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

1. ზაფხულის ფორმა: მუქი ნაცრისფერი შარვალი წინ ორი ზემოდან დაკერებული მართკუთხედის ფორმის ჯიბით, კომბინირებული ფერების გრძელმკლავიანი პერანგი გადაფენილი საყელოთი - წინა და უკანა მხარის და მკლავების ქვედა ნაწილი მუქი ნაცრისფერი, მკერდზე ორი ზემოდან დაკერებული კვადრატის ფორმის ჯიბით და წელის არეში ორი შიდა ჯიბით, ზედა ნაწილი ღია ნაცრისფერი, მკერდზე მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, ხოლო მარჯვენა მხარეს შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“; მარჯვენა მკლავზე - სააგენტოს ლოგო და ქვემოდან შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, მარცხენა მკლავზე მართკუთხედის ფორმის მუქი ნაცრისფერი ზემოდან დაკერებული ჯიბე. მოკლემკლავიანი მუქი ნაცრისფერი ან მწვანე მაისური გადაფენილი საყელოთი და წინ განლაგებული სამი ღილაკით, რომელზეც წინა მარცხენა მხარეს გულის არეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ლოგო და ქვემოთ შავი ფერის წარწერაა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, ხოლო ზურგის მხარეს ზედა ნაწილში შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“ და მის ქვეშ სააგენტოს ლოგოა გამოსახული. მუქი ნაცრისფერი წინაფრიანი ქუდი უკან მწვანე და წინ თეთრი ფერის, რომელზეც სააგენტოს ლოგოა, ან მუქი ნაცრისფერი წინაფრიანი ქუდი წინ მწვანე ფერის, სადაც  სააგენტოს ლოგოა გამოსახული.

2. ზამთრის ფორმა: მუქი ნაცრისფერი შარვალი ორი ზემოდან დაკერებული მართკუთხედის ფორმის ჯიბით, კომბინირებული ფერების კაპიუშონიანი ქურთუკი ელვა შესაკრავით - წინა და უკანა მხარის და მკლავების ქვედა ნაწილი მუქი ნაცრისფერი ორი ზემოდან დაკერებული კვადრატის ფორმის ჯიბით, ზედა ნაწილი ღია ნაცრისფერი, მკერდზე მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, ხოლო მარჯვენა მხარეს შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“; მარჯვენა მკლავზე - სააგენტოს ლოგო და ქვემოდან შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, მარცხენა მკლავზე მართკუთხედის ფორმის ზემოდან დაკერებული ჯიბე. ქვემოთ, წინა და უკანა ნაწილზე მოყვება ორი განიერი ვერცხლისფერი ზოლი. გრძელმკლავიანი პულოვერი თეთრი, მწვანე და მუქი ნაცრისფერი, მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო და მის ქვეშ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“.

3. სპეც. ჟილეტი: ღია მწვანე ფერის უმკლავებო ჟილეტი, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო და ქვემოთ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, ხოლო ჟილეტის ზურგის მხარეს ზემოთ ცენტრალურად განლაგებული შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“ და მის ქვეშ სააგენტოს ლოგო. ჟილეტის წინა და ზურგის მხარეზე წელზე ოდნავ ზემოთ და თეძოების დონეზე მოყვება ორი განიერი ვერცხლისფერი ზოლი. ჟილეტის წინა მხარეზე დაკერებული მართკუთხედის ფორმის ჯიბეები - ორი ზედა ნაწილზე, ორი ქვედა ნაწილზე.

4. ქალის ფორმა: მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო და პიჯაკი, რომლის მარცხენა მხარის გულის ჯიბეზე გამოსახულია სააგენტოს ლოგო და მწვანე ფერის ყელსახვევი.

5. მაღალყელიანი ფეხსაცმელი: შავი ფერის ტყავის და ნეილონის კომბინაციით შეკერილი თასმებზე შესაკრავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე