„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016301
244
28/03/2014
ვებგვერდი, 31/03/2014
140130000.22.034.016301
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №244

2014 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი - 140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურევი პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული №52 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა  და  ინფორმაციული სისტემების  სამმართველო.“

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტი - 2014 წლის 11 მარტიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე