დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2012 წლის 9 აგვისტოს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ საქართველოსა და კომპანია Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce LLC-ის შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხების მორიგებით დასრულების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1978 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 11/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1978
2012 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
2012 წლის 9 აგვისტოს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ საქართველოსა და კომპანია Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce LLC-ის შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხების მორიგებით დასრულების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
2012 წლის 9 აგვისტოს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ საქართველოსა და კომპანია Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce LLC-ის შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხების მორიგებით დასრულების მიზნით:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აწარმოოს მოლაპარაკება კომპანია Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce LLC -სთან.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძისათვის მორიგების ხელშეკრულების ხელმოწერის სათანადო უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე განკარგულების გამოცემა.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები