მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 07/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
433
07/03/2012
გამოუქვეყნებელი, 07/03/2012
000000000.00(0).000.000000
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №433

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 68‑ე კმ‑ზე მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე სოფელ გაღმა ხაიშთან დამაკავშირებელი ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ნ. გილაური