საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
129
24/01/2012
გამოუქვეყნებელი, 24/01/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №129

2012 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­ დაად­ გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი  – 34 02 06) არა უმეტეს 14 000 (თოთხმეტი ათასი ) ლარი მიმართოს  ქალაქ წყალ­ტუბოში აშენებულ კორპუსებში განსახლებული საქართველოს ოკუ­პი­რე­ბული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევ­ნილ­თა ოჯახებისათვის გაზქურებისა (352 ცალი) და შესაბამის სამონტაჟო მომ­სახურებათა შესყიდვისათვის.  

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუ­ პირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, გან­ სახ­ ლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორ­ ციელების მიზნით საჭირო საქონლისა და მომსახურებათა სახელმწიფო შეს­ ყიდვები გა­ ნახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიე­ბების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორ­ციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  სა­ქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო­სათ­ვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური