დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 420 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №420
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
„ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ნიქოზის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №731 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მაკომპლექტებელი მოწყობილობების შესყიდვის დაფინანსება 2011 წელს განხორციელდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 05 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2012 წელს გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მაკომპლექტებელი მოწყობილობების შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი: 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები