მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ

  • Word
მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
116
24/01/2012
გამოუქვეყნებელი, 24/01/2012
000000000.00(0).000.000000
მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №116

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის და კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია:

ა) მეორადი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის მსოფლიო ბან­კის მხარდაჭერით დაფინანსების შესა­ხებ, რაც ითვალისწინებს მსოფლიო ბან­კის მხრიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას IBRD-ის პი­რობებით და დაახლოებით 40 მილიო­ნი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამო­ყოფას IDA-ს პირობებით;

ბ) კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის მსოფლიო ბანკის მხარ­­დაჭერით დაფინანსების შესახებ, რაც ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის მხრი­დან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას IBRD-ის პი­რობებით.

2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა)  სათანადო პრო­ცე­დურების განხორციელება IDA-სთან ზემოაღნიშ­ნუ­ლი თანხის სასესხო ხელ­­შეკრულების გაფორმების მიზნით, შემდეგი ფინანსური პირობებით:

 

საპროცენტო განაკვეთი

ფიქსირებული, წლიური 2%

სესხის ვალუტა

SDR

სესხის ხანგრძლივობა

25 წელი

შეღავათიანი პერიოდი

5 წელი

ვალდებულების გადასახდელი

არა უმეტეს წლიური 0.5%

 (ამჟამად შეად­გენს 0%‑ს);

 

ბ) სათანადო პროცედურების განხორციელება IBRD-სთან ზემოაღნიშ­ნუ­ლი თანხის სასესხო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, შემდეგი ფი­ნან­­სუ­რი პირობებით:

 

საპროცენტო განაკვეთის ტიპი

Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი

საპროცენტო განაკვეთის მარჟა

ცვლადი (Variable Spread)

სესხის ვალუტა

აშშ დოლარი

სესხის ხანგრძლივობა

25 წელი

შეღავათიანი პერიოდი

10 წელი

ამორტიზაციის გრაფიკი

ძირითადი თანხის ყოველწლიური თანაბარი ამორტიზაცია

ამორტიზაციის მექანიზმი

სესხის მთლიან თანხაზე მიბმული ამორტიზაცია

ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო

0.25% სესხის მთლიან თანხაზე

კონვერტაციის და ჰეჯირების ინსტრუმენტები

სრულად იქნს გათვლისწინებული სასესხო ხელშეკრულებაში.

 

პრემიერ-მინისტრი                              . გილაური