საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1962
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1962
28/11/2012
გამოუქვეყნებელი, 28/11/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1962

2012 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. ქ. თბილისში, გმირ-კურსანტთა ქ. №22‑ში მდებარე დევნილთა გან­სახლების ობიექტების სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების მთლია­ნი ღირებულების თანადაფინანსების (25%) მიზნით, ნება დაერთოს ს აქარ­ თვე­ ლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ­ თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო , საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 8 603,97 (რვა ათას ექვსას სამი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი საქართველოს ოკუპირებული ტე­რი­ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყო­ფაც­ხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპი­ რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახ­ ლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქ­ ტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩასატარებლად საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტი­ ვე­ ბული შესყიდვის საშუალებით .

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორ­ციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერი­ტო­რიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტო­ლ­ვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი                      . ივანიშვილი