საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
110
24/01/2012
გამოუქვეყნებელი, 24/01/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №110

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

1. საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­ თვე­ ლოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დამტკიცებული რეგიონებში წყალმომარაგების მხარდაჭერის ღონისძიებებით“ გათვალისწი­ ნებული ასიგნებების (ეკონომიკური კლასიფიკაციით სუბსიდიები) შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის (შემდგომ­ ში კომპანია) გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართვე­ ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემ­ დგომში – სამინისტრო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შე­ საბამისად უზრუნველყოს თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაცი­ ული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან.

2. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ, თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ. გილაური