დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №108
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურებისშესყიდვის შესახებ
საერთაშორისომნიშვნელობისთბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის(აზ ერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა)2012 წელს უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის(აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვა;
ბ)განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მშენებლობისა და მოვლა‑შენახვის“ მუხლით (პროგრამ ული კოდი – 25 02 02 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
2.აღნიშნული პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისათვის ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შეთანხმება და დროულად გადაწყვეტა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სათანადო დახმარების გაწევის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები