დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, მდინარე ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის ცალკეული დაზიანებული ელემენტების აღდგენითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1955 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1955
2012 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, მდინარე ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის ცალკეული დაზიანებული ელემენტების აღდგენითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2012-2013 წლებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნე ლო ბ ის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, მდინარე ჭო რ ოხზე არსებული სახიდე გადასასვლელის ცალკეული დაზიანებული ელემენტების აღდგენითი სამუშაოების განხორციელება;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული აღდგენითი სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში;
დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული 2012 წელს განსახორციელებელი აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი − 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების (პროგრამული კოდი − 25 02 02 05) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს განსახორციელებელი აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება − საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები