დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016771 |
36/ნ
19/03/2014
ვებგვერდი, 20/03/2014
430210000.22.022.016771
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110311011, 18/03/2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე მუხლი:
„მუხლი 50. გარდამავალი დებულებები 2013-2014 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ 2014 წლის 23 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით გაცდენები არ იანგარიშება 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები