დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016279 |
|
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებით (სსმ, 30/12/2013, 100110000.22.038.016251) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დაწესებულების უფლებამოსილი პირის ნებართვით მსჯავრდებული, როგორც წესი, დაწესებულებიდან გადის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ არასამუშაო (შაბათი-კვირა) და უქმე დღეებში, თუ არ არსებობს დაწესებულებიდან დროებით გასვლის დამაბრკოლებელი გარემოება.”.
2. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი დღის ათვლა იწყება დილის 10:00 საათიდან და მთავრდება მომდევნო დღის დილის 10:00 საათზე.”.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები