საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №380 და 2012 წლის 28 ივლისის №1465 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №380 და 2012 წლის 28 ივლისის №1465 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1943
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 19/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1943
19/11/2012
გამოუქვეყნებელი, 19/11/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №380 და 2012 წლის 28 ივლისის №1465 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1943

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №380 და 2012 წლის 28 ივლისის №1465 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №380 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 206 771 (ორას ექვსი ათას შვიდას სამოცდათერთმეტი) ლარი – ქართული დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

 „ა1) 58 229 (ორმოცდათვრამეტი ათას ორას ოცდაცხრა) ლარი – სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად;“.

2. „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ 2012 წლის 28 ივლისის №1465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 253 276 (ორას ორმოცდაცამეტი ათას ორას სამოცდათექვსმეტი) ლარი – სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) 246 724 (ორას ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდაოთხი) ლარი – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

პრემიერ-მინისტრი                                           . ივანიშვილი