დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1940 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1940
2012 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად შპს „კავკასიის ენერგეტიკული კომპანიის“ წინადადება (წერილის № 02/11, თარიღი: 06.11.2012) 2012 წლის 3 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაცია ამავე მემორანდუმის გაუქმების თაობაზე.
2. მიეცეს თანხმობა შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ 2012 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტაზე და გაუქმებულად ჩაითვალოს აღნი შნული მემორანდუმი, ამავე მემორანდუმის 6.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად – მხარეთა შეთანხმებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები