დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამერიკელი მრჩევლებით უზრუნველყოფის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1936 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1936
2012 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამერიკელი მრჩევლებით უზრუნველყოფის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამერიკელი მრჩევლებით უზრუნველყოფის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების ცვლილება.
2. „ გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამერიკელი მრჩევლებით უზრუნველყოფის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები