საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების კვოტების გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

  • Word
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების კვოტების გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1932
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 09/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1932
09/11/2012
გამოუქვეყნებელი, 09/11/2012
000000000.00(0).000.000000
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების კვოტების გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1932

2012 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების კვოტების გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ( სსფ) 2010 წლის 15 დეკემბერს მიღებული №66­‑2 რეზოლუციის ფარგლებში სსფ‑ის წევრი ქვეყნების კვოტების გაზრდისა და სსფ‑ის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილებების შესახებ.

2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წერილობით დაუდასტუროს სსფ‑ს საქართველოს თანხმობა, მიიღოს მონაწილეობა სსფ‑ის წევრი ქვეყნების კვოტების გაზრდაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კვოტის 60.1 მლნ SDR‑ის ოდენობით გაზრდას, სსფ‑ის მმართველთა საბჭოს 2010 წლის 15 დეკემბრის №66­‑2 რეზოლუციით დადგენილი პირობების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                     ბ . ივანიშვილი