რეგენტთა საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
რეგენტთა საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1926
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 02/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1926
02/11/2012
გამოუქვეყნებელი, 02/11/2012
000000000.00(0).000.000000
რეგენტთა საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1926

2012 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

რეგენტთა საბჭოს შექმნის შესახებ

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 221 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას რეგენტთა საბჭო შემდეგი შემადგენ­ლობით:

ა) თამარ სანიკიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საქართვე­ლოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს წარმომადგენელი (რეგენტთა საბჭოს თავმჯდომარე) ;

ბ) დავით ზურაბიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნი­ერების მინისტრის მოადგილე, საქარ­­თ­ველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს წარმო­მადგენელი ;

გ) დავით მაღრაძე – საქარ­თ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი;

დ) მაია ცქიტიშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი (რეგენტთა საბჭოს მდივანი);

ე) დავით ჯანდიერი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ;

ვ) გიორგი თაბუაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ;

ზ) დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მი­ნის­ტრის პირველი მოადგილე.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხ­­­ ლის საფუძველზე , ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგენტთა საბ­ჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №1618 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი  ბ. ივანიშვილი