დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №157 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350050000.10.003.017859 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №157 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/05/2012, 350050000.10.003.016830) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის, აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების უზრუნველსაყოფად, შეიქმნას მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; მერი დაუშვილი – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის წევრი; თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი; ირაკლი ალასანია – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; შალვა ფიფია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი; გიორგი ხელაია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; სოზარ სუბარი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კომისიის წევრი; ალექსანდრე ჭიკაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; დავით დარახველიძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კომისიის წევრი; თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის წევრი; დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; კონსტანტინე სურგულაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, კომისიის წევრი; პაატა ზაქარეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კომისიის წევრი; ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი; არჩილ ხაბაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; სევდია უგრეხელიძე – ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი; ლევან სამადაშვილი – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი; თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; თენგიზ ცეკვავა – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; პაპუნა უგრეხელიძე – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი; თამარ ჟვანია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; პაატა შავიშვილი – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები