დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.017856 |
|
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 535) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) P=1, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „უკიდურესად ღატაკი“; ბ) p=0.75, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „უკიდურესად ღატაკსა და ღატაკს შორის“; გ) p=0.5, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „ღატაკი“; დ) p=0.25, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „ღატაკსა და ღარიბს შორის“; ე) p=0, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებაა „ღარიბი“, „ღარიბსა და საშუალო შეძლებას შორის“, „საშუალო შეძლების“, „საშუალო შეძლებასა და მდიდარს შორის“ ან „მდიდარი“;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები