დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.017854 |
|
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, 28.04.2010, მუხლი 727) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“:
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების და სარეიტინგო ქულის გადათვლის გარეშე.“. 2. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. ოჯახის შემოსავლებში, როგორც ერთჯერადი ხასიათის შემოსავალი, არ გაითვალისწინება „მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №193 განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გეგმის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაცემული კომპენსაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტი გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 28 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები