დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენის სამუშაოების განხორციელების შესახებ

  • Word
დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენის სამუშაოების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1916
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 31/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1916
31/10/2012
გამოუქვეყნებელი, 31/10/2012
000000000.00(0).000.000000
დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენის სამუშაოების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1916

2012 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენის სამუშაოების განხორციელების შესახებ

1 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინის­ ტრო საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ ხებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან არა უმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათა ­სი) ლარი მიმართოს ქალაქ თბილისში, გლდანის VII მ/რ‑ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში (შპს „ერთობა“) მაღალი ძაბვის კაბელის გამოსაცვლელად საჭირო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შესყიდვის მიზნით.

2 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ­ თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შეს­ ყიდვის საშუალები თ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონის­ძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­დაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინის­ტრო­­სათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი            . ივანიშვილი