დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტით მიღებული ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №393
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტით მიღებული ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოსა (გრანტის მიმღები) და უცხოურ არასამეწარმეო იურიდიულ პირს – საქართველოში არამომგებიანი კორპორაცია ქოოფერათივ ჰაუზინგ ფაუნდეიშენის (CHF ინტერნეშენალი) ფილიალს (გრანტის გამცემი) შორის გასაფორმებელი „მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღჭურვისათვის მოძრავი ნივთების გამოყოფის შესახებ“ საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
2. მიეცეს თანხმობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, საკუთარი გადაწყვეტილებით მოახდინოს გრანტით მიღებული ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა (გრანტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად).
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები