,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 13/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.234
  • Word
100
09/06/2005
სსმ, 70, 13/06/2005
280.120.000.10.003.000.234
,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №100

2005 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო  სასამართლოების  სამხედრო  და  მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ”.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა (შემდგომში – სამხედრო და მუშა-მოსამსახურეები) სოციალური უზრუნველყოფის მიზნით”.

3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ჩაეთვალოთ სამხედრო მოსამსახურეებს მაღალმთიან რაიონებში სამსახურისათვის ზღვის დონიდან 1500-2500 მეტრ  სიმაღლეზე ერთი დღე – დღენახევრად, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე   ერთი დღე – ორ დღედ.”.

4.  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამხედრო და მუშა-მოსამსახურეებს მიეცეთ დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე მაღალმთიან რაიონებში მუშაობისათვის:

ა) ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრ სიმაღლეზე – 20 პროცენტის ოდენობით;

ბ) ზღვის დონიდან 2000-2500 მეტრ სიმაღღლეზე – 30 პროცენტის ოდენობით;

გ) ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე – 40 პროცენტის ოდენობით;

ასევე ძნელად მისადგომ ადგილებში _ 15 პროცენტის ოდენობით, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.”.

5. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამხედრო და მუშა-მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ განსაკუთრებულ პირობებში, დაუწესდეთ დანამატი თანამდებობრივი განაკვეთის 30 პროცენტამდე ოდენობით.

ასეთი კატეგორიის სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.”.

6.  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დაუწესდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის ერთდროული ფულადი ჯილდო წელიწადში ოთხი თვის ფულადი (თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის სარგოს ჯამი) ანაზღაურების ოდენობით, აგრეთვე გაეწიოთ მათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.”.

7. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-11, მე-12, მე-13 და 201 პუნქტები.

8. მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17. აუნაზღაურდეთ სამხედრო მოსამსახურეებს წელიწადში ერთხელ შვებულებაში ყოფნის დროს სამსახურის ადგილიდან შვებულების გატარების ადგილამდე (ორივე მხარეს) საქართველოს ფარგლებში მგზავრობის ხარჯები დამადასტურებელი საბუთების წარდგენის შემთხვევაში, ხოლო საქართველოს საზღვრებს გარეთ – საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე. აღნიშნული შეღავათების გამოუყენებლობის შემთხვევაში ისინი შეიძლება გამოიყენოს მომდევნო წელს ოჯახის ნებისმიერმა წევრმა.”.

9.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი