დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და „DOHWA ENGINEERING CO.LTD“-ს შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 565 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №565
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და „DOHWA ENGINEERING CO.LTD“-ს შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) „DOHWA ENGINEERING CO.LTD“-სთან 2011 წლის 19 დეკემბერს დადებული №SUTIP1/C/QCBS/2-10 ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების შესახებ შესაბამისი წინადადებების წარდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები