დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვების პროცედურების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 557 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №557
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვების პროცედურების განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მერიამ, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში – „ადგილობრივი ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი განვითარების პროცესში“, „გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა თბილისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში“ – პროექტის განხორციელების მიზნით, ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №32.30.1341 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების (№2011/274150) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების დროს გამოიყენოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები (შესაბამისი წესები და ინსტრუქციები).
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები