დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მერიის მიერ ევროკავშირის გრანტით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შესყიდვების პროცედურების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 556 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №556
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის მიერ ევროკავშირის გრანტით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შესყიდვების პროცედურების განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მერიამ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში – „ინვესტირება ადამიანურ რესურსებში (განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამა (ევროპის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტი) – უნარების გაძლიერება კულტურის სფეროში“, „შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის“ – პროექტის განხორციელების მიზნით, ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N08.32.264 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის მერიასა და ფონდ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების დროს გამოიყენოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები (შესაბამისი წესები და ინსტრუქციები).
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები