შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
555
28/03/2012
გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
000000000.00(0).000.000000
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №555

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ ქ. ქუთაისში მშენებარე საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის, მთავრობის სახლისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გარე ელექტრომომარაგების მოწყობის, საპროექტო და სხვა სახის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა განსაზღვროს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ხოლო შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება ეთხოვოს თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის მერიას.

3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში მშენებარე საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის, მთავრობის სახლისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გარე ელექტრომომარაგების მოწყობის, საპროექტო და სხვა სახის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური