საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
551
28/03/2012
გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №551

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის შესახებ“ დადებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს, თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირის №150-ში, მე-7 სართულზე მდებარე 300 მ2 ფართობი ერთი წლის ვადით, თხოვების ფორმით, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, გადასცეს არასამეწარმეო იურიდიულ პირს – კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური