დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1910 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 23/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1910
2012 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს , რომ სსიპ – საქართველოს ეროვნულ ბანკს საკუთრებაში გადასცეს ქ . ბათუმში , შ. ხიმშიაშვილის ქ. №7- ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 7160 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი №05.24.05.045 ) განსათავსებელი შენობა -ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მე-8 სართულზე განსათავსებელი 242 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სსიპ – საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული , ქ. ქუთაისში, პუშკინის ქ. №18/ქ. ქუთაისში, ა. წერეთლის ქ. №14- ში მდებარე 968 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 1138.89 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.03.04.145) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრის ი . მერაბიშვილი
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები