სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქურთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქურთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1909
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 23/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1909
23/10/2012
გამოუქვეყნებელი, 23/10/2012
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქურთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1909

2012 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქურთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1 . „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, გადაეცეს ქურთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ქ. გორში, გორკის ქუჩის მიმდებარედ არსებული შენობა №1-ის III სართულის 722,95 კვ.მ., IV სართულის 856,09 კვ.მ., ტექნიკური სართულის 56,18 კვ.მ. ფართობი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძ­­­რავი ქონების ) საკადასტრო კოდი №66.45.31.079).

2 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრის ი . მერაბიშვილი

მოვალეობის შემსრულებელი