ახალციხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
ახალციხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
545
28/03/2012
გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
000000000.00(0).000.000000
ახალციხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №545

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყრუთის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 7 000 (შვიდი ათასი) მ3 ანდეზიტის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

x

y

1

328863

4617475

2

328669

4617393

3

328725

4617547

4

328870

4617556

S=1.85ჰა.

 

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლდეს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 74 მუხლით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.

პრემიერ-მინისტრი                                                         ნ. გილაური