საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1905
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 20/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1905
20/10/2012
გამოუქვეყნებელი, 20/10/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1905

2012 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად, სახელმწიფოებრივი და სა­ზოგადოებრივი მნიშვნელო­­ბის ღო­ნის­ძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედავანის საჯარო სკოლის შენობის სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის:

ა) 15%-ის ხარჯვა განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, „საქართველოს 2012 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 32 05 02);

ბ) 85%-ის ხარჯვა განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრის ი . მერაბიშვილი

მოვალეობის შემსრულებელი