დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ – საქართველოს სათხილამურო ფედერაციისათვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1902 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1902
2012 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – საქართველოს სათხილამურო ფედერაციისათვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36- ე მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომ თავის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს ა(ა)იპ – საქართველოს სათხილამურო ფედერაციას, დანართის შესაბამისად.
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები